სალათი ,,ცეზარი"

10 ოქტ 2019 |

იცით პირველად როდის და სად მოამზადეს სალათა ,,ცეზარი"? 1924 წელს, მექსიკაში. რესტორნის მფლობელმა ცეზარ კარდინიმ გამოიგონა სალათა, რომელიც დღემდე მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარობას არ კარგავს. საქართველოში ძალიან დიდი ხანი ,,ცეზარი" მაიონეზით მზადდებოდა, მაგრამ დღეს უკვე ყველამ იცის, რომ კლასიკურ სალათ ,,ცეზარს" არანაირი კავშირი აქვს მაიონეზთან, და თქვენ წარმოიდგინეთ არც ქათამთან. ამ სალათის მთელი ხიბლი მის სოუსშია, ქათამი და ზღვის პროდუქტები მხოლოდ მეორეხარისხოვანი, დამატებითი ინგრედიენტია. მაშ ასე, გთავაზობთ ნამდვილ, კლასიკური სალათა ,,ცეზარის" რეცეპტს!

ინგრედიენტები

მომზადება

სალათა ,,ცეზარის" მომზადებას ვიწყებ ანჩოუსით! გადამაქვს კონსერვიდან ჯამში თავის სოუსთან ერთად და ნაკუწებად ვაქცევ, ვურევ ძალიან მსუბუქად მოხარშულ კვერცხს(2-3 წუთი ვაჩერებ ადუღებულ წყალში), ვამატებ ზეთს, ძმარს, მდოგვს, ოდნავ მარილს და შავ პილპილს. ყველაფერს კარგად ვურევ ერთმანეთში. სოუსი მზადაა! ვჭრი სალათის ფურცლებს, ვათავსებ სოუსის ჯამში და ერთმანეთში ვურევ.

სერვირების დროა! გადამაქვს სალათა თეფშზე, სურვილისამებრ ვამატებ ანჩოუსს, ვაყრი ყველს და პურის ორცხობილებს(ვჭრი პატარა კუბებად, ვასხამ ოდნავ ზეითუნის ზეთს და ცოტა ხანი ვაჩერებ ღუმელში სანამ გაიხუხება).

ხომ სულ სხვაა? :)



© FOOD4.GE ყველა უფლება დაცულია.